ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28 - მდე გაიზარდა
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში 69 პირს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, მათგან სამი კოვიდ დადებითი აღმონდა. სამივე რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. ისინი გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, წერს "აფსადგილ ინფო".

ამავე ინფორმაციით, 28 ადამიანმა დატოვა საკარანტინო ზონა, რომელიც სოხუმის ერთ - ერთ სასტუმროშია მოწყობილი. ისინიც კურსანტები არიან.

22 მაისის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს.

ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში Covid 19 - ით ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

Print