ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 229 პირი რჩება 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 229 პირი რჩება, ზედამხედველობა კი 920 პირს მოეხსნა. ამავე ცნობით, საერთო ჯამში ეპიდზედამხედველობა სულ 1 636 პირზე განხორციელდა.

დღევანდელი მონაცემებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 67 პირი იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ ტესტირება 92 პირს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.


ფოტო: გუჯა ხუბუტია


Print