ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზეთში კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 2 ივნისის მონაცემებით, აფხაზეთში

კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში არცერთი კოვიდ ინფიცირებული არ რჩება. დღეს სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა დატოვა.

ამავე ცნობით, გასული დღე - ღამის განმავლობაში 57 ადამიანის ბილოგიური მასალა გამოიკვლიეს კოვიდ19 - ზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი, 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.

სოხუმმა ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გაახანგრძლივა.

 

Print