ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 62 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 62 პირი იმყოფება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 38 პირი რჩება. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1760 მოქალაქეზე.

რაც შეეხება გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 50 ნიმუშს, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.
Print