ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 37-ვე პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 37 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა.

75 პირი რჩება ამ დროისთვის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში. რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა უცვლელია და 41-ს შეადგენს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249.
Print