ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტის მონაცემებით ამ დროისთვის ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების სულ 837 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 697-ს შეადგენს.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.
Print