ახალი ამბები
ლენჯერში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
24 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადამყოფოს ლაბორატორიაში 352 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, მათ შორის, 105 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

კერძოდ, კოვიდ19-ზე ანალიზი 21 პაციენტს ჩაუტარდა, სამედიცინო პერსონალი - 82, მესტიის საკარანტინე სივრცეებიდან - 18, ანაკლიის საკარანტინე სივრციდან - 7, თვითიზოლაციიდან - 34 (32 მესტიის მუნიციპალიტეტიდან), შსს - 82, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერსონალი - 31, ეპიდკერაში მყოფი პირი - 58, ფოთის საბაჟოს თანამშრომელი - 19.

აქედან, ერთი პირის ანალიზის პასუხი დადებითია და ის ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამავე ცნობით, საეჭვოა ერთი პირის პასუხი, რომელიც ამავე კლასტერიდანაა და მას განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება.

Print