ახალი ამბები
ზუგდიდსა და კიდევ 5 დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო
საქართველოს 6 დიდ ქალაქში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და გორში სასწავლო პროცესი გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ ქალაქებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე არ დაიწყება.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ ეპიდემიოლოგებთან ერთად, სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა. ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით, მკაცრი ზომების გატარება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. მისივე თქმით, აუცილებელია პირბადის ტარება და ეს ძნელი არავისთვის უნდა იყოს.


ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსის 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Print