ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 59 შემთხვევა გამოვლინდა
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 198 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათგან 59-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 98-ს. 7 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.



Print