ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 227 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge არის განთავსებული.

ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 69 პირი, ჯამში კი მათი რაოდენობა 1643 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
Print