ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 103 პირი დაინფიცირდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 127 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით 1868 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 655 პაციენტი, გარდაიცვალა 15 პირი.


Print