ზუგდიდში მცხოვრებ 48 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
12:42 / 18.10.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით გუშინ აღებული 279 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად 65 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათგან 48 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდში დაფიქსირებული შეთხვევებიდან, 44 უკვე დადასტურებულის კონტაქტებია, ხოლო 4 რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
"სამეგრელოში გამოვლენილი შემხვევებიდან, 4 დაფიქსირდა წალენჯიხაში და სამივე უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1ზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს მოძიება. 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 2 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ორივე უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მიმდინარეობს კვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ორივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს, ის უკვე ინფიცირებულის კონტაქია და ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში. 1 შემთხვევა უკავშირდება თბილისის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა და აქ გატესტვის შემდეგ დაუდგინდა ვირუსი. 1 შემთხვევა გვაქვს აბაშაში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა", - განმარტავენ გუბერნიაში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 109 კოვიდ პაციენტი, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 - ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1 - ქობულეთიდანაა, 1 - ფოთის მაცხოვრებელია, 1 - სენაკელია და 1 - მარტვილელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 184 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები