ახალი ამბები
რუხის კლინიკაში მომავალი კვირიდან რეანიმაციული განყოფილება მოეწყობა
რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში მომავალი კვირიდან რეანიმაციული განყოფილების დამატება იგეგმება. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას ცნობით, აღნიშნული განყოფილება 20 პაციენტზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, გაიზრდება საწოლების რაოდენობა და ჯამში საავადმყოფომ ერთდროულად 200 პაციენტის მიღება უნდა შეძლოს.

ამჟამად კლინიკაში 150-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. მათგან 50-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, ხოლო 5 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში საჭიროებს გადაყვანას.
Print