ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე ცნობით, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების მაჩვენებელი შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისი - 1 033 შემთხვევა, აჭარა - 411, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 74, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი - 133, მცხეთა-მთიანეთი - 79, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამავე ცნობით, გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.

„კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.

მოგეხსენებათ, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 356, აჭარაში - 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში - 320, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე“, - განმარტა ხოჯევანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეში 2 982 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 37 675 პირი.

Print