ახალი ამბები
ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში მატარებლების მოძრაობის გრაფიკი იცვლება
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის. ახალი გრაფიკის თანახმად, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით 18:10 საათის ნაცვლად, 14:05 საათზე გავა და ის თბილისში 19:45 საათზე ჩავა. 

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს რკინიგზა მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის შეცვლილ განრიგსაც ავრცელებს:



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

Print