ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 363 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, 363 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამავე ცნობით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 41 ადამიანი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 96 860 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 77 932 პირი, გარდაიცვალა 894 ადამიანი.


Print