აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პირი									
			
							10:46 / 26.11.2020						
					
								25 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 269 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 90-ს ინფექცია დაუდასტურდა. 
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 56 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 648 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 654 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 74-ს შეადგენს.
			
მასალის გამოყენების პირობები