ახალი ამბები
ზუგდიდში 2 თვე მუნიციპალური ავტობუსი არ იმუშავებს
28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე ზუგდიდში ფოთსა და კიდევ 6 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნულ საათებში ასევე აკრძალულია საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება მხოლოდ ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24:00 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა



Print