ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 დაუდასტურდა 434 პირს. 

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 158 154-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 129 210-მდე.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 37 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაიცვალა 1 462 ადამიანი.
Print