ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 278​ ინფიცირებული მკურნალობს
დღევანდელი მონაცემებით სამეგრელოში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 278 პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 140 პაციენტი, მათ შორის 85-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 31 კოვიდდადასტურებული პირია მოთავსებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მათგან 4 მძიმე. ფოთის საავადმყოფოში 40 პირი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 10 პირის მდგომარეობა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 ადამიანია მოთავსებული, მათგან 5 მძიმედაა. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 27 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. 

ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 177 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 591 პირი. 

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 117 მოქალაქე.
Print