ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში მყოფი პაციენტებიდან, 22-ის მდგომარეობა მძიმეა
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 6 პაციენტის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.

ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტიდან, 11-ის მდგომარეობა მძიმეა. "სენამედის" კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პაციენტი. აქედან, საშუალო სიმძიმისაა 8 და მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 32 პაციენტი მკურნალობს. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში კი 28 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 104 ადამიანი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 119 მოქალაქე იმყოფება.

Print