ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 287 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 17 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში ამ ეტაპზე 287 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმედაა 17 ადამიანი. ყველაზე მეტი - 156 კოვიდდადებითი პირი მკურნალობას რუხის კლინიკაში გადის, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 პაციენტია მოთავსებული, მათგან 5 მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი 21 პაციენტი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი. საკარანტინო ზონებში იმყოფება 98 პირი.
Print