ახალი ამბები
წალენჯიხის მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 79 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში 150 პაციენტი მკურნალობს, მათგან 70-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
Print