ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 299 პაციენტიდან 26-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მონაცემებით 299 ადამიანი მკურნალობს. 143 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, მათ შორის 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 6-ის კი მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 10 პირი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 30 პაციენტი იმყოფება. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 23 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" 23 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 429 ადამიანი. საკარანტინო სივრცეებში 72 პირი იმყოფება.


Print