ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 380 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 380 ადამიანი. სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 252 ადამიანი მკურნალობს, მათგან 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 95 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 7 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 23 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 16 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 38 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მძიმედაა.

საკარანტინო სივრცეებში 37 პირი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი ხობში მცხოვრები 72 წლის ქალია, რომელიც რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
Print