ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 538 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 112- ს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით ბოლო 24 საათში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 1959 წელს დაბადებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში 28 დეკემბერს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მიუხედავად გაწეული დახმარებისა, ის იმავე დღეს გარდაიცვალა. მეორე პაციენტი, 64 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, 17 დეკემბერს მოათავსეს საავადმყოფოში, მას მძიმედ მიმდინარე პოლისგმენტარული პნევმონია დაუდგინდა. მედიკოსებმა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 85 კოვიდ დადასტურებული პირი მკურნალობს, აქედან 29-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში - 36, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 29, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში კი 46 პაციენტი.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8675 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 113, გამოჯანმრთელებული კი 6786 ადამიანი.

Print