ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი, 1954 წელს დაბადებული მამაკაცი, გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 90 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 36, ტყვარჩელში - 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 26, ოჩამჩირის საავადმყოფოში -26, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი 57 კოვიდ ინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10486 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა 8 190 ადამიანი.

Print