ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 176 პირს დაუდასტურდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 105 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 37 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, ტყვარჩელში - 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, ოჩამჩირის საავადმყოფოში -20, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი 61 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10784 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა 8513 ადამიანი.


Print