ახალი ამბები
ინგირის სკოლაში კიდევ ორი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის
ინგირის მეორე საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები კორონავირუსის გამო ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, აღნიშნულ კლასებში კოვიდ-19 თითო-თითო მოსწავლეს დაუდგინდა. მამუკა ბულიას თქმით, ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები 16 თებერვლამდე ჩაუტარდებათ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი პირველ და მე-2 კლასის მოსწავლეებს 27 იანვარს გამოუვლინდა, შემდეგ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებსაც დაუდგინდათ. ამ კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 8-9 იანვარს დაბრუნდებიან.

ამ დროისთვის ინგირის სკოლაში კორონავირუსით სულ 7 მოსწავლეა ინფიცირებული.


Print