ახალი ამბები
სოხუმი: კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 238 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 34-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 1971 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 75 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 32 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს,, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში - 6, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 21, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი 23 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 059 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 192, გამოჯანმრთელებულია - 11 628 ადამიანი.


Print