ახალი ამბები
რუხის კოვიდკლინიკაში გალის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი გალის მკვიდრია და პაციენტი რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამავე ცნობით, მას ვირუსი აფხაზეთში დაუდასტურდა.

Print