ახალი ამბები
აბაშის მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 95 წლამდე ქალი აბაშის მკვიდრია.

ის ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 290 პაციენტი მკურნალობს, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


Print