ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი "სინოფარმით" აიცრნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა.

"დღეს გამიკეთდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოფარმი", ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. თქვენც მოგიწოდებთ აუცილებლად ჩაიტაროთ ეს პროცესი, რადგან ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ დავამარცხოთ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმძიმესი სენი - "COVID 19". დიდი მადლობა მედ-პერსონალს ყურადღებისთვის და სათანადო სამედიცინო პროცედურების მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის", - აღნიშნა მამუკა წოწერიამ. 
დღესვე ჩაიტარა ვაქცინაცია მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამაც.
Print