ახალი ამბები
სოხუმი: მედიკოსებმა "ბრიტანული შტამის" 6 შემთხვევა დაადასტურეს
აფხაზეთში, 28 მაისის მონაცემებით, 976 ადამიანი აიცრა. საშუალოდ, დღე - ღამეში, აცრილთა რაოდენობა 30 % - ით იზრდება. სოხუმში ამ დრომდე 142 პირს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს "ჯანდაცვის მინისტრმა" ლეონიდ ბუტბამ განუცხადა. ის ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოყენებას რეგიონებში დაიწყებენ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდება. ამასთან ერთად, სოხუმში იმუნიზაციის დამატებით ცენტრის გახსნაც იგეგმება.

ამავე თათბირზე აფხაზმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ რესპუბლიკაში "ბრიტანული შტამის" 6 შემთხვევა დადასტურდა.

აფხაზეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 13 მაისიდან აკრძალვები მოიხსნა მასობრივი, მათ შორის საზეიმო და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე, თუმცა, მკაცრდება დახურულ სივრცეში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.







Print