ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი 28 მოქალაქეს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 640 PCR ტესტით.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 405-ს.
Print