ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით დღემდე მოსახლეობის 8,3% დაინფიცირდა
სამეგრელოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 25 მარტს გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, პირველი შემთხვევიდან, დღემდე რეგიონში ვირუსი სულ 27 491 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათ შორის 301 აფხაზეთიდან გადმოსული იყო. რეგიონში  330 761 ადამიანი რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8% აჭარბებს. 

ამავე ცნობით, მიმდინარე წელს დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 588-ს მიაღწია, აქედან 90 აფხაზეთის მკვიდრია.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსს 300 ადგილობრივი ემსხვერპლა, მათგან 27 ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 350 428-ს შეადგენს.
Print