ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 89 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირდა 78 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 78 პირი დაინფიცირდა, ხოლო 89 გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპისთვის, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონაში 9 მოქალაქე იმყოფება.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის, რეგიონის კოვიდკლინიკებში 249 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. ისევ მძიმეა 7 პაციენტის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებას კიდევ 14 ადამიანი ემსხვერპლა. 


Print