ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 63 პირი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 40 667 კვლევა ჩატარდა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 794 ახალი შემთხვევა. აქედან 48 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065, საიდანაც 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 247 სამეგრელოს კოვიდცენტრებში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან რეგიონის მასშტაბით 63 პირი განიკურნა. საკარანტინო სივრცეში 11 ადამიანი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1 ზუგდიდის მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 034 პირი ემსხვერპლა.

Print