ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 247 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 70-ს Covid–19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 30 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 36 პაციენტია მოთავსებული, მათგან 8 ადამიანია მძიმე მდგომარეობაში, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 12, გაგრის საავადმყოფოში - 15, ტყვარჩელში კი 9.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 711 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 026, გარდაიცვალა 238 კოვიდინფიცირებული პაციენტი.



Print