ახალი ამბები
რუხის კოვიდკლინიკაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 210 ადამიანი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა,  საშუალო სიმძიმის - 40.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის განმავლობაში  გამოჯანმრთელდა 89 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 21 მოქალაქე.
Print