ახალი ამბები
სამეგრელოში მცხოვრები ორი პირი კორონავირუსით გარდაიცვალა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში მყოფი 200-მდე პაციენტიდან, 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. საშუალო სიმძიმისაა 39-ვე პირის მდგომარეობა, რომელიც სენაკის „ლაზიკა მედიში“ მკურნალობს.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24:00 საათში რეგიონში მცხოვრები 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 69 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრი იყო და „ლაზიკა მედიში“ იმყოფებოდა. 81 წლის ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ის აბაშაში ცხოვრობდა.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 15 მოქალაქე.

Print