ახალი ამბები
აფხაზეთში Covid–19 კიდევ 90 ადამიანს დაუდასტურდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 90 ახალი შემთხვევა დაადასტურა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის გუდაუთის კლინიკაში 56 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურში 37 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 21, გაგრაში - 16, ტყვარჩელში კი 10.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 16 107 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 15 182 პირი, გარდაცვლილია 241 ადამიანი.

აფხაზეთში ამ დრომდე რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V"-ის მეორე დოზით 200-მდე ადამიანი აიცრა, 4 ათასამდე პირმა კი პირველი დოზა გაიკეთა. ამ ეტაპზე დე ფაქტო რესპუბლიკაში იმუნიზაციის 4 პუნქტი მოქმედებს. ვაქცინაციის კამპანია 11 მაისს დაიწყო. რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს.
Print