ახალი ამბები
სოხუმში რუსული ვაქცინით 3580 ადამიანი აიცრა
აფხაზეთში 18 ივნისის მონაცემებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, 3580 ადამიანი აიცრა, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე აფხაზეთში იმუნიზაციის 4 პუნქტი მოქმედებს. ვაქცინაციის კამპანია 11 მაისს დაიწყო. რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს.

ბოლო დღე-ღამეში სოხუმმა Covid19-ით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა დაადასტურა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 16 198 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 15 190 პირი, გარდაცვლილია 241 ადამიანი.

Print