ახალი ამბები
აფხაზეთში Covid-19 კიდევ 94 ადამიანს დაუდასტურდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 320 ადამიანიდან 94-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 156 პაციენტი მკურნალობს, მათგან 23-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა Covid 19-ით ინფიცირების 16 574 შემთხვევა დაადასტურა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 15 315 შეადგენს, გარდაცვლილია 244 პირი.


Print