ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 447 ადამიანიდან, 119-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 173 პაციენტი მკურნალობს, მათგან 34-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა Covid 19-ით ინფიცირების 16 693 შემთხვევა დაადასტურა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 15 327-ს შეადგენს, გარდაცვლილია 244 პირი.
Print