ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 32 კი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 32 პირს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 136 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 8-ის კი საშუალო სიმძიმის.

ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, მათგან 29 სამეგრელო-ზემო სვანეთში. COVID-19-ს ქვეყანაში კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის რეგიონის საკარანტინო სივრცეში მხოლოდ 1 ადამიანი იმყოფება.

Print