აფხაზეთში კორონავირუსით 36 წლის ქალი გარდაიცვალა									
			
							10:45 / 29.06.2021						
					
								დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 437 ადამიანიდან, 138-ს კორონავირუსი დაუდგინდა.   
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 189 პაციენტი მკურნალობს, მათგან 34-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული 36 წლის ქალი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 17 044 შემთხვევა დაადასტურა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 15 407-ს შეადგენს, გარდაცვლილია 245 პირი.
			
მასალის გამოყენების პირობები