ახალი ამბები
სოხუმი: 5 ივლისიდან დახურულ სივრცეებში ქორწილების ჩატარება იკრძალება
სოხუმი ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვებს აწესებს. შესაბამის ბრძანებას, ოპერატიული შტაბის რეკომენდაციის საფუძველზე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში იკრძალება ქორწილების, საზეიმო , სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება.

ივლისის ბოლოდან აფხაზეთში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებლმა მკვეთრად იმატა, ამასთნ დაკავშირებით, გაიზარდა მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში.


გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 319 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა. 

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 16 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში -28, ხოლო ტყვარჩელის კოვიდცენტრში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid 19 სულ 17 197 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 438, გარდაიცვალა 245 პირი.

Print