ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 431 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 87 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 16 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, აქედან 15 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში - 31, ხოლო ტყვარჩელის კოვიდცენტრში - 15.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 17 488 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 490, გარდაიცვალა 249 პირი.

ინფორმაციისთვის, სოხუმი ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვებს აწესებს. 2021 წლის 5 ივლისიდან დახურულ სივრცეში იკრძალება ქორწილების, საზეიმო , სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. შესაბამის ბრძანებას, ოპერატიული შტაბის რეკომენდაციის საფუძველზე, დე ფაქტი რესპუბლიკის პრეზდიენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.


Print