ახალი ამბები
სამეგრელოში 165 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მძიმეა 12-ის მდგომარეობა
დღეს საქართველოს კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. ვებგვერდზე, სადაც კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება შეფერხებაა. მთავრობის ადმინისტრაციაში არა აქვთ ინფორმაცია რა დრო დასჭირდება ხარვეზის აღმოფხვრას.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის 5 კოვიდკლინიკაში 165 ადამიანი მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

კერძოდ, რუხის კლინიკაში 79 პაციენტი იმყოფება, ფოთის კლინიკაში - 21, „სენა-მედში“ - 12, აბაშის ევექსის კლინიკაში - 9, სენაკის „ლაზიკა მედში“ – 44.

დღის განმავლობაში 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Print